Accentnews.ge
პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩია

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩია

21/09/2023 09:03:40 პოლიტიკა

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩია.

ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ.

თავის მხრივ, პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა, თუმცა უმრავლესობის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ამის უფლება არ ჰქონდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S