მედია: ანექსირებულ ყირიმში რუსული ავიაბაზა მასირებული შეტევის ქვეშ მოექცა
21/09/2023 08:03:37 მსოფლიო
გასულ ღამეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და საზღვაო ძალებმა განახორციელეს ფართომასშტაბიანი შეტევა ანექსირებულ ყირიმში, "საკის" სამხედრო აეროდრომზე. თავდასხმისთვის გამოყენებული იქნა დრონები და "ნეპტუნის" რაკეტები,– ამის შესახებ RBC-Ukrain უსაფრთხოების სამსახურში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, შეტევისას აეროდრომზე განთავსებული იყო მინიმუმ 12 საბრძოლო თვითმფრინავი (Su-24 და Su-30), ასევე საზენიტო –სარაკეტო კომპლექსი Pantsir. ასევე იყო კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების სასწავლო ბაზა. სწორედ ამ დრონებს იყენებენ რუსები უკრაინის მათ შორის ქალაქებზე თავდასხმისას.
გამოცემის თანამოსაუბრეები ყვებიან, რომ სამიზნემდე მისაღწევად უკრაინელებმა გამოიყენეს დრონები, რომლებმაც გადატვირთეს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა და შემდეგ გაუშვეს "ნეპტუნის" რაკეტები. იუწყებიან, რომ რაკეტებმა მიზანს მიაღწიეს და სერიოზულად არის დაზიანებული მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა.
გამოცემის ცნობით, ნგრევას და დანაკარგებს ადასტურებენ რუსი პროპაგანდისტებიც – ისინი წერენ მინიმუმ 30 დაღუპულ სამხედროზე. მანამდე ადგილობრივები იუწყებოდნენ აფეთქებების ხმების სერიაზე და მასირებულ შეტევაზე.
თავის მხრივ, უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ შეტევები უფრო და უფრო ინტენსიურ ხდება და რომ ოკუპანტები ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე.


