ყირიმის გარდა, წუხელ დრონებით შეტევა რუსეთის კურსკის, ბელგოროდისა და ორიოლის ოლქებზეც განხორციელდა
21/09/2023 06:12:50 მსოფლიო
ყირიმის გარდა, წუხელ დრონებით შეტევა რუსეთის კურსკის, ბელგოროდისა და ორიოლის ოლქებზეც განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ ღამით დრონებით შეტევა რუსეთის ტერიტორიაზეც იყო.
"1 უპილოტო საფრენი აპარატი გავანადგურეთ კურსკის ოლქში, 1 - ბელგოროდის და 1 - ორიოლის ოლქში", – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონები ხშირად ექვემდებარება სროლას, არის მსხვერპლი და ნგრევა. რეგიონული ხელისუფლება თავდასხმებში ძირითადად უკრაინის მხარეს ადანაშაულებს. კიევი ამ ცნობებზე განცხადებებს არ აკეთებს.


