Accentnews.ge
გაეროში ზელენსკის და ლავროვის მონაწილეობით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

გაეროში ზელენსკის და ლავროვის მონაწილეობით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

20/09/2023 20:03:43 მსოფლიო

20 სექტემბერს გაერომ გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ. მას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ეს არის პირველი შეხვედრა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უმაღლესი ლიდერების მონაწილეობით, თუმცა მათ ერთმანეთის გამოსვლებისთვის არ მოუსმენიათ.

ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმირ ნებენზიამ შეხვედრის დასაწყისში ზელენსკის გამოსვლა გააპროტესტა, თუმცა მას სხდომის თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ ურჩია, რომ თუ მოსკოვს არ სურს, უკრაინის პრეზიდენტი იხილოს უშიშროების საბჭოს სხდომებზე, უნდა შეწყვიტოს ომი.

ზელენსკიმ ორგანიზაციის რეფორმირების საჭიროებაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მსოფლიოს ქვეყნები ვეღარ ენდობიან გაერო-ს კონფლიქტების გადაჭრის საკითხში ორგანიზაციის უუნარობის გამო: ”ისინი აქ ძირითადად მკვლელებს იცავენ და არა მსხვერპლს”.

მისი თქმით, მოსკოვი უშიშროების საბჭოში უკანონოდ იკავებს ადგილს და ამით იღებს ვეტოს პრივილეგიას ორგანიზაციის ყველა გადაწყვეტილებაზე: ”ეს არის უკრაინის ომის 574-ე დღე. ეს არის 574 მიზეზი, რომ შეცვალოთ რაღაც ორგანიზაციაში”,– თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თქვა, რომ მხოლოდ რუსული ჯარების გაყვანა "უზრუნველყოფს ცეცხლის შეწყვეტას“.

თავის მხრივ რამამ თქვა, რომ ბოლო დრომდე „წარმოუდგენელი იყო“, უშიშროების საბჭოს წევრს წამოეწყო „არაპროვოცირებულ ომი".

მისი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის ევროპასა და მთელ მსოფლიოს და „ჩვენი ორგანიზაციისთვის სამარცხვინო იქნება, თუ ნათლად ვერ ვიტყვით, ვინ არის აგრესორი და ვინ არის აგრესიის მსხვერპლი“.

„ჯერ იყო საქართველო, მე არაფერი მითქვამს. შემდეგ იყო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მე გავჩუმდი. შემდეგ იყო ყირიმი, შემდეგ უკრაინა და სათქმელი აღარაფერი დამრჩა“, - განაცხადა რამამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მას მადლობა გადაუხადა მკაფიო პოზიციისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა უკრაინის ომში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S