Accentnews.ge
მოსკოვი: მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ

მოსკოვი: მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ

20/09/2023 17:33:17 კავკასია

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 20 სექტემბერს რუსი სამხედროების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. არხის მსხვერპლი,– იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, ინციდენტი მოხდა „რუსული სამშვიდობო კონტინგენტის დაბრუნების დროს, სადამკვირვებლო პუნქტიდან ჯანიატაგის დასახლების ზონაში“.

რუსული სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ დაბომბვა განხორციელდა მცირე ზომის იარაღიდან. ვისი მხრიდან გაიხსნა ცეცხლი, არ კონკრეტდება. ასევე არ აკონკრეტებენ, რამდენი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა მანქანაში და რამდენი დაიღუპა.

„ინციდენტის ყველა გარემოების გარკვევის მიზნით ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო ორგანოების რუსეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

მოგვიანებით რუსეთის თავდაცვამ კიდევ ერთი ინციდენტის სესახებ განაცხადა:

„19 სექტემბერს მშვიდობიანი მოსახლეობის გაცილების დროს რუსი სამშვიდობოების კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად დაზიანდა რუსეთის სამშვიდობო ძალების 82A ჯავშანმანქანა“, - აცხადებენ რუსეთის სამხედრო უწყებაში და აღნიშნავენ, რომ ამ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S