Accentnews.ge
ეროვნულმა ბანკმა დღეს $20 მლნ გაყიდა, თუმცა ლარი მაინც გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა დღეს $20 მლნ გაყიდა, თუმცა ლარი მაინც გაუფასურდა

20/09/2023 17:11:42 ეკონომიკა

2023 წლის 20 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მიუხედავად სებ-ის ამ ინტერვენციისა, ლარი სხვა ვალუტებთან დღეს მაინც გაუფასურდა. რომ არა აღნიშნული ინტერვენცია, ლარი სავარაუდოდ უფრო მეტადაც გაუფასურდებოდა.

20 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ, 21 სექტემბერს იმოქმედებს, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება ხვალ 2.6750 ლარი იქნება. ცვლილებამ წინა დღის ოფიციალურ კურსთან 0.0338 ლარი შეადგინა.

ოფიციალური კურსით, ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. 21 სექტემბერს 1 ევროს ღირებულება ოფიციალური კურსით 2.8631 ლარი იქნება. კურსთა შორის სხვაობამ წინა დღის ოფიციალურ კურსთან შედარებით თითქმის 4 თეთრი (0.0360 ლარი) შეადგინა.

მას წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესის შეცვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S