Accentnews.ge
რაჭველიშვილი – წულუკიანს: ვერ ასრულებთ ფუნქციას, არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან

რაჭველიშვილი – წულუკიანს: ვერ ასრულებთ ფუნქციას, არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან

20/09/2023 16:35:00 საზოგადოება

ქართველი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანის მიერ კონსერვატორიაში დაანონსებულ შესაძლო "რეფორმებზე" სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კულტურის მინისტრისთვის პრობლემა ის არის, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობა მის დავალებებს არ ასრულებს.

"ქალბატონო", თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას და არ გესაქმებათ არაფერი ჩვენს სფეროსთან! მრავალი წლის განმავლობაში პირველად მომწონს კონსერვატორიის ხელმძღვანელობა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამინდელი კონსერვატორიის ხელმძღვანელობა არ ასრულებს თქვენს დავალებებს და ამიტომ აწყობთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ჩვეულებრივ რეპრესიებს! ვინც თქვენ არ გემორჩილებათ, ყველას რეპრესიები მიუწყეთ და ყველას ემუქრებით და თავს ესხმით სიტყვიერად თუ ფიზიკურად! ძალიან ნაცნობი ხელწერაა სამწუხაროდ", - წერს ის.

წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზია და არ დამალა, რომ ცვლილებებს გეგმავს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს, ერთ-ერთია, ვინც რამდენიმე თვის წინ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S