Accentnews.ge
შოიგუმ ირანში საქართველოსთვის არასაჭირო „3+3“–ზე ისაუბრა

შოიგუმ ირანში საქართველოსთვის არასაჭირო „3+3“–ზე ისაუბრა

20/09/2023 15:38:10 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომელიც ირანში მართავს შეხვედრას ირანელ კოლეგა მოჰამედ რეზა აშტიანისთან, „3+3“ ფორმატი ახსენა და მის ფარგლებში თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა,– იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი".

შოიგუს თქმით, ანტიდასავლური ფორმატი „3+3“, რომელში მონაწილეობაზეც საქართველომ ოფიციალურად უარი განაცხადა, "კავკასიის რეგიონში არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების საუკეთესო საშუალებაა".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე მხარი დაუჭირა ისლამური რესპუბლიკის პოზიციას კავკასიაში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, აშტიანიმ განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ირანის ერთ-ერთი „წითელი ხაზია“.

ამასთან, მან გამოთქვა რწმენა, რომ სამხედრო და თავდაცვის სფეროში მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთქმედება დროთა განმავლობაში განვითარდება, რადგან ეს "სრულად აკმაყოფილებს ორივე მხარის ინტერესებს".

იხილეთ ასევე: „აქამდე წარმოუდგენელი იყო“: სტრატეგიული პრეცედენტი რეგიონში და შესაძლო შედეგები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S