ვორონეჟის ოლქში რუსული Su-34 ჩამოვარდა
20/09/2023 12:06:37 მსოფლიო
ვორონეჟის ოლქში რუსული ავიაგამანადგურებელი Su-34 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეკიპაჟის ორივე წევრმა მოახერხა კატაპულტირება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"თვითმფრინავი გეგმიურ სასწავლო-საწვრთნელ ფრენას ასრულებდა საბრძოლო კომპლექტის გარეშე. გამანადგურებელი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით ჩამოვარდა", – აცხადებენ სამხედრო უწყებაში.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.


