ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თეა წულუკიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს
20/09/2023 09:38:18 პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენდნენ, ხმაური იყო.
იმ დროს, როდესაც თეა წულუკიანი ტრიბუნასთან იდგა, ოპოზიციის წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი მასთან მივიდნენ და ბანერი გაშალეს.
მოგვიანებით, აღნიშნული ბანერი "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჩამოხსნა.
შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
პარალელურად, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზთან, ფოიეში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. ერთამენთში ოპოზიცია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩხუბობენ.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან კომენტარის გაკეთების დროს მივიდნენ და უთხრეს, რომ "რუსეთის ჯაშუშია", რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა.
მანდატურებმა სცადეს, სიტუაცია განემუხტათ, თუმცა დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.


