Accentnews.ge
პაპუნა ლეჟავას შემდეგ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არჩილ მესტვირიშვილმაც დატოვა

პაპუნა ლეჟავას შემდეგ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არჩილ მესტვირიშვილმაც დატოვა

20/09/2023 09:07:09 ეკონომიკა

არჩილ მესტვირიშვილმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

"მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემ თანამდებობას", - წერს იგი სოციალურ ქსელში.

როგორც BMG-ის არჩილ მესტვირიშვილმა უთხრა, მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა.

"რა თქმა უნდა ეს არის. ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები", - თქვა მან.

ცოტა ხნით ადრე პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი ინფორმაცია ლეჟავამაც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოგვიანებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ლეჟავამ მას გადაწყვეტილება ელექტრონულად აცნობა:

"პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მაცნობა, რომ გადადგომაზე დაწერა განცხადება. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან კარგი პროფესიონალია, ამდენი წელი მუშაობდა ეროვნულ ბანკში. იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა, სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ უკვე ყოფილ კოლეგას საკუთარი შეხედულება ჰქონდეს რომელიმე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ კონსტიტუციის აღსრულებას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. აქ ჩემი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი და შეუქცევადი".

ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. ცვლილებების თანახმად, "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".

ამავე თემაზე: სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S