
ძნელაძე: საბანკო სისტემა სანქციების შესრულებას გააგრძელებს
20/09/2023 07:45:18 პოლიტიკა, ეკონომიკა
„საბანკო სისტემა სანქციების შესრულებას გააგრძელებს,– ამის შესახებ „აქცენტს“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ და დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემა არ დგას.
როგორც განიმარტა, ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილება ბანკებს პირდაპირ დირექტივას არ აძლევს.
„თავად გადაწყვეტილებას არ შევაფასებ, რადგან ეს უკვე გახდა პოლიტიკური განხილვის საგანი და ვერიდებით მსგავს შეფასებებს. ამ გადაწყვეტილებაში არანაირი შეზღუდვა [ბანკებთან მიმართებით]არ არის, აქ უფრო მეტად არის დაზუსტება იმის, რომ ეროვნული ბანკი დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს გარკვეულ ქმედებებთან მიმართებაში და ამ თვალსაზრისით საბანკო სისტემა გააგრძელებს სანქციების შესრულებას. კონკრეტულ პირთან და ქმედებასთან მიმართებით ვერ გავაკეთებ კომენტარს, რადგან პერსონალური ინფორმაციის გაცემის უფლება არც კომერციულ ბანკებს აქვთ, მათ შორის ჩემთვის მოწოდების და არც მე – გაჟღერების“,– თქვა ძნელაძემ და დასძინა, „აქამდე და ამის შემდეგაც, საბანკო სისტემა თავისი რისკების შეწონვით წყვეტს, რომელ მომხმარებელს მოემსახუროს და რომელს არა, იქნება ის სანქცირებული თუ არასანქცირებული. იცით, რომ არიან გარკვეული პირები, რომელთა მომსახურებაზეც უარს ამბობს საბანკო სისტემა ან კონკრეტული ბრენდი, რადგან მის ტრანზაქციებს შეიძლება, ახლდეს რისკები“.
19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.