Accentnews.ge
"საქართველოს ბანკი": ვაგრძელებთ სანქციების მოთხოვნების დაცვას

"საქართველოს ბანკი": ვაგრძელებთ სანქციების მოთხოვნების დაცვას

20/09/2023 07:31:46 ეკონომიკა

საქართველოს კიდევ ერთი დიდი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" აცხადებს, რომ იცავენ და გააგრძელებენ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს დაესებული სანქციების მოთხოვნების დაცვას. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს.

"ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

მანამდე, "თიბისი ბანკში" "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ არ აპირებენ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, რაიმე გამონაკლისი დაუშვან იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება.

ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. ცვლილებების თანახმად, "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".

ამავე თემაზე: სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S