Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: წუხელ რუსების მიერ გამოყენებული 24 დრონიდან 17 გავანადგურეთ

უკრაინის გენშტაბი: წუხელ რუსების მიერ გამოყენებული 24 დრონიდან 17 გავანადგურეთ

20/09/2023 06:49:28 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 24 ე.წ. კამიკაძე-დრონი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 გაანადგურეს.

უკრაინის პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დმიტრო ლუნინის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით დაარტყეს ქალაქ კრემენჩუგში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S