Accentnews.ge
სომხეთი ევროკავშირს ყარაბაღში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

სომხეთი ევროკავშირს ყარაბაღში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

20/09/2023 06:34:26 მსოფლიო

სომხეთი ევროკავშირს ყარაბაღში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის განცხადებით, აღნიშნული საკიტხი მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან განიხილა.

„ვისაუბრე აზერბაიჯანის განზრახვებზე მთიან ყარაბაღში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და რეალურად მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის სამშობლოს ჩამორთმევას. საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა, უნდა მიიღონ სასწრაფო ზომები ამის აღსაკვეთად", - წერს მირზოიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.

თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.

ყარაბაღიდან იტყობინებიან, რომ დაღუპულთა რაოდენობამ 25-ს მიაღწია, დაშავებულია 138 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S