პოლონეთის პრეზიდენტი: რუსეთის დამარცხება მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა
20/09/2023 06:00:53 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა აცხადებს, რომ რუსეთის დამარცხება მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა.
"დასავლეთი უნდა დარჩეს ურყევი კიევის მხარდაჭერის მიმართ. ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთს არ შეუძლია, ლეგალურად გადაიტანოს საზღვრები ევროპაში. ეს არის სამომავლო მშვიდობის გარანტია, ასევე შეერთებული შტატებისთვის", - განაცხადა დუდამ CNN–თან საუბრისას.
მისი თქმით, არ არსებობს კომპრომისული გამოსავალი და ეს არის პოზიცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს.
"რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დამარცხდება და ის დამარცხდება, როდესაც უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსულ არმიას გამოდევნის, შეერთებული შტატების დახმარებით, დასავლეთის დახმარებით და როდესაც ის აღადგენს კონტროლს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული იმპერიალიზმი მართლაც დამარცხდა", - განაცხადა დუდამ.


