Accentnews.ge
ალიევი – ბლინკენს: ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდება, თუ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები იარაღს დაყრიან

ალიევი – ბლინკენს: ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდება, თუ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები იარაღს დაყრიან

20/09/2023 05:37:58 კავკასია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ბლინკენთან საუბარში განაცხადა, რომ "სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის ნაღმავდნენ, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელები, ასევე ისინი სხვადასხვა იარაღიდან ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს".

"ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედებები, მათ შორის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარება აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არის სომხეთის და მის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი ე.წ. სეპარატისტული სტრუქტურის მიზანმიმართული პროვოკაციების გაგრძელება აზერბაიჯანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ და მსგავსი პროვოკაციული ქმედებების აღსაკვეთად, აზერბაიჯანს რეგიონში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყება მოუწია.ალიევის თქმით, ანტიტერორისტული ღონისძიებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები არ იბომბება და მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა ხორციელდება. მისი განცხადებით, თუ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან, ანტიტერორისტული ღონისძიებები შეჩერდება. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოხატა არსებული სიტუაციის გამო, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა", – იუწყება აზერბაიჯანული მედია.

ცნობისთვის: 19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.

თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.

ყარაბაღიდან იტყობინებიან, რომ დაღუპულთა რაოდენობამ 25-ს მიაღწია, დაშავებულია 138 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S