Accentnews.ge
სოჭში, აეროპორტთან ხანძარია

სოჭში, აეროპორტთან ხანძარია

20/09/2023 05:16:07 მსოფლიო

სოჭის ადლერის რაიონში დიზელის საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა, - ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.

„სოჭის ადლერის რაიონში დიზელის საწვავის ავზს გაუჩნდა ხანძარი. ხანძრის ფართობი 96 კვადრატული მეტრია. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, მომხდარის მიზეზები ზუსტდება“, - აცხადებს გუბერნატორი.

ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

რუსულმა მედიის ცნობით, მომხდარის გამო აეროპორტს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S