Accentnews.ge
ერევანში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ერევანში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

20/09/2023 05:07:44 კავკასია

ერევანში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულია 34 ადამიანი, მათ შორის პოლიციის 16 თანამშრომელია.

საავადმყოფოებში რჩება 16 პირი. აქციის ერთ–ერთ მონაწილეს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

ერევანში საპროტესტო გამოსვლები ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა.

ცნობისთვის: 19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.

თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.

ყარაბაღიდან იტყობინებიან, რომ დაღუპულთა რაოდენობამ 25-ს მიაღწია, დაშავებულია 138 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S