Accentnews.ge
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენმა არმიამ ყარაბაღში 60 საბრძოლო პოზიცია დაიკავა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენმა არმიამ ყარაბაღში 60 საბრძოლო პოზიცია დაიკავა

19/09/2023 19:51:41 კავკასია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანარ ეივაზოვმა 19 სექტემბერს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყარაბაღში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური ძალების 60-ზე მეტი საბრძოლო პოზიცია დაიკავეს.

"ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად განეიტრალებულია, 20-მდე სამხედრო მანქანა, 40-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი, 30-ზე მეტი 120-მმ და 82-მმ ნაღმმტყორცნი, 2 საზენიტო სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, 6-ზე მეტი რადიოელექტრონული სადგური და სხვა საბრძოლო საშუალებები", – განაცხადა ანარ ეივაზოვმა.

ცნობისთვის: აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.

თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.

ყარაბაღიდან იტყობინებიან, რომ დაღუპულთა რაოდენობამ 25-ს მიაღწია, დაშავებულია 138 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S