Accentnews.ge
თურქეთი: აზერბაიჯანი იძულებული იყო, ყარაბაღში ზომები მიეღო

თურქეთი: აზერბაიჯანი იძულებული იყო, ყარაბაღში ზომები მიეღო

19/09/2023 19:22:04 მსოფლიო

აზერბაიჯანი იძულებული იყო, ყარაბაღში ზომები მიეღო, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"აზერბაიჯანის არმიამ დაიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია მხოლოდ სამხედრო ელემენტების წინააღმდეგ, რადგან მანამდე ბაქოს კანონიერი და საფუძვლიანი შეშფოთება პასუხგაუცემელი რჩებოდა. ამიტომ აზერბაიჯანი იძულებული გახდა მიეღო ზომები, რომლებსაც საჭიროდ თვლის თავის სუვერენულ ტერიტორიაზე", – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის: აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.

თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.

ყარაბაღიდან იტყობინებიან, რომ დაღუპულთა რაოდენობამ 25-ს მიაღწია, დაშავებულია 138 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S