ზელენსკი: უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად მსოფლიო უნდა გაერთიანდეს
19/09/2023 19:01:34 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად მსოფლიო უნდა გაერთიანდეს. ამის შესახებ მან გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ აგრესორის დასამარცხებლად და მთელი ჩვენი შესაძლებლობები და ენერგია ამ პრობლემების გადაჭრაზე მივმართოთ", – განაცხადა მან.
მისი თქმით, "უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ გაბედოს თავდასხმა რომელიმე ერზე".
ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ იგი მუშაობს გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, მაგრამ როდის გაიმართება ის უკრაინის პრეზიდენტს დაუკონკრეტებია.


