ამერიკელი გენერალი: უკრაინელებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 54%-ზე მეტი გაათავისუფლეს
19/09/2023 17:14:47 მსოფლიო
აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ "უკრაინა აგრძელებს მიზანმიმართულ, სტაბილურ პროგრესს საკუთარი სამშობლოს რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებისთვის".
"დღემდე უკრაინელებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 54%-ზე მეტი გაათავისუფლეს და ისინი სტრატეგიული ინიციატივის შენარჩუნებას აგრძელებენ“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გერმანიაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ივნისიდან კონტრშეტევას ახორციელებს.


