პოლონეთის პრეზიდენტი: მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, უკრაინა "გაყინულ ომად" იქცეს
19/09/2023 16:38:05 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას თქმით, მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, უკრაინა "გაყინულ ომად" იქცეს. ამის შესახებ მან გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მოუწოდა „მამაც ლიდერებს, წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინის რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას".
"უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომი უნდა დასრულდეს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინა "გაყინულ ომად" არ უნდა იქცეს", – განცხადა დუდამ.
მისი თქმით, "პოლონეთი ჩართულია ინიციატივებში, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევისთვის".
მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუწირონ უკრაინას რუსეთის წინააღდეგ ომში.


