Accentnews.ge
საპროტესტო აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" აქტივისტებს აპლოდისმენტებით შეხვდნენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" აქტივისტებს აპლოდისმენტებით შეხვდნენ

06/12/2019 11:07:32 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან მცირე ხნით შეჩერდნენ. მათ მმართველი პარტიის მხარდამჭერებს და წევრებს, რომლებიც პარტიის შენობაში იყვნენ მობილიზებულები, საქართველოს ჰიმნი უმღერეს და ტაში დაუკრეს. მსვლელობა ქალაქის მერიის მიმართულებით გრძელდება. სწორედ ეს ლოკაცია აღიქმება საბოლოო დანიშნულების ადგილად, სადაც პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება. შემდეგ კი აქციის დასრულება იგეგმება. ამდენად, პროტესტმა მმართველი პარტიის ოფისთან ინციდენტების გარეშე ჩაიარა. სწორედ ამ ლოკაციაზე იყო დაპირისპირების მოლოდინი. ადგილზე იმყოფებოდა გრიგოლ დალაქიშვილი – "ქართული ოცნების" რეგიონული სამსახურის წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ქვეყანაში 14 ნოემბრის შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის დეპუტატების მიზეზით პარლამენტში ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. სწორედ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომელიც მან საზოგადოებას 20–21 ივნისის მოვლენების შემდეგ მისცა და სწორედ ეს დაპირება შეაფასა ამჟამინდელმა პრემიერმა "გავრილოვის ღამის" პოლიტიკურ საფასურად, რომელიც მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გადაიხადა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოპოზიციამ ხელისუფლებას "გერმანული მოდელის" ქართული ვარიანტი შესთავაზა გამოსავლად, თუმცა ხელისუფლება ამ დრომდე არ სთანხმდება. შედგა ერთი უშედეგო მოლაპარაკება და ამის შემდეგ ქუჩის აქციებს ახალი კომპონენტი დაემატა – კონტრაქციები, რომლებზეც "ქართული ოცნების" აქტივისტები და საჯარო მოხელეები აქტიურობენ. კონტრაქციებმა ძალადობრივი სახე მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლები სამართალდამცველებს უმოქმედობასა და შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ. 

უკვე დღეს ოპოიციამ პროტესტის გეოგრაფია გაზარდა და თბილისის შემდეგ მასშტაბური აქცია გამართა ქუთაისში. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აქციები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლებს. მოთხოვნა კი უცვლელია – პროპორციული არჩევნები.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S