ბაიდენი: გაერო–ს არც ერთი წევრი ქვეყანა არ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუ რუსეთს უკრაინის დანაწევრების ნებას მივცემთ
19/09/2023 16:18:33 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, კიევის მხარდაჭერა "არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა იმ ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა, რომელიც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ გაერო–ს ძირითად პრინციპებს სცემს პატივს.
"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას მის მცდელობებში დიპლომატიური გზით გადაწყვეტი მოპოვებაში, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობას ამ ომზე. მხოლოდ რუსეთს შეუძლია, დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს ომი. რუსეთი ფიქრობს, რომ მსოფლიო დაიღლება და მისცემს მას საშუალებას იძალადოს უკრაინაზე და არ აგოს ამაზე პასუხი. მაგრამ მე დაგისვამთ შეკითხვას: თუ ჩვენ უარს ვიტყვით გაერო-ს ძირითად პრინციპებზე, რათა დავაწყნაროთ აგრესორი, შეუძლია თუ არა ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ის დაცულია? თუ მივცემთ მას უკრაინის დანაწევრების ნებას, იქნება თუ არა ნებისმიერი ერის დამოუკიდებლობა უსაფრთხო? გაერო–ს არც ერთი წევრი ქვეყანა არ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ თუ რუსეთს უკრაინის დანაწევრების ნებას მივცემთ. დღეს ჩვენ უნდა აღვუდგეთ ამ აგრესიას და ხვალ შევიკავოთ სხვა სავარაუდო აგრესორები. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში, გააგრძელებს უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით დგომას მაშინ, როცა ისინი იცავენ საკუთარ სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობასა და თავისუფლებას“, - განაცხადა ბაიდენმა.


