ყარაბაღის კრიზისის გამო საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

19-09-2023 19:16:39 მსოფლიო

ყარაბაღის კრიზისის გამო საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

"ვერანაირი საბაბი ვერ გაამართლებს ისეთ ცალმხრივ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეს, რომელიც უკვე დაზარალებულია მრავალთვიანი უკანონო ბლოკადით და ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას მოლაპარაკების გზით საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით. საფრანგეთი გმობს მძიმე იარაღის გამოყენებას, მათ შორის დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ", – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარიზი მოუწოდებს ბაქოს, "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმა და დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას".

"მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის ბედზე პასუხისმგებლობა მხოლოდ აზერბაიჯანს ეკისრება", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.

თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები