გაერო-ს გენმდივანი: ჩვენ ახლახან გადავურჩით ყველაზე ცხელ დღეებს, თუმცა მსოფლიოს ყველა ლიდერი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს კლიმატური ცვლილებებისგან გამოწვეულ სიცხეს

19-09-2023 18:35:37 მსოფლიო

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში კლიმატურ კრიზისზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. შესაბამისი განცხადება მან ნიუ –იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, მსოფლიოს ყველა ლიდერი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს კლიმატური ცვლილებებისგან გამოწვეულ სიცხეს.

მან ლიდერებს "პარიზის შეთანხმების" შესრულებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ახლახან გადავურჩით ყველაზე ცხელ დღეებსა და თვეებს. ყველა კონტინენტი, რეგიონი და ქვეყანა გრძნობს სიცხეს. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ლიდერები გრძნობენ ასეთ სიცხეს.

კლიმატის ცვლილება არ არის მხოლოდ ამინდის ცვლილება. კლიმატის ცვლილება პლანეტაზე ცხოვრებას ცვლის. ის გავლენას ახდენს ჩვენი სამყაროს ყველა ასპექტზე. რაც სადღეისოდ ხდება, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ახლახან გადავურჩით ყველაზე ცხელ დღეებს, ყველაზე ცხელ თვეებს და ყველაზე ცხელ დღეებს წიგნებზე. ყველა კონტინენტი, ყველა რეგიონი და ყველა ქვეყანა გრძნობს სიცხეს. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ლიდერები გრძნობენ ასეთ სიცხეს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ შევინარჩუნოთ ტემპერატურის მატება 1,5 გრადუს ცელსიუსის ფარგლებში და "პარიზის შეთანხმების" ფარგლებში, მაგრამ ეს მოითხოვს მკვეთრ ნაბიჯებს სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად. ჩვენ გვაქვს რეცეპტები. "დიდი ოცეულის" ქვეყნები პასუხისმგებელნი არიან სათბურის აირების ემისიების 80%-ზე. ისინი აღარ უნდა იყვენენ დამოკიდებულები წიაღისეული საწვავზე", – განაცხადა გუტერეშმა.

ცნობისთვის: პარიზის შეთანხმება 2015 წლის დეკემბერში გაფორმდა, მას 197-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. დოკუმენტის მიზანს 2100 წლისთვის პლანეტაზე საშუალო ტემპერატურის 2 გრადუსზე (ცელსიუსის სისტემით) მეტად მატების არდაშვება წარმოადგენდა ინდუსტრიულ ეპოქამდელ მაჩვენებელთან შედარებით. შეთანხმება ძალაში 2016 წლის 4 ნოემბერს შევიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები