Accentnews.ge
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემა გამარტივდა

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემა გამარტივდა

13/11/2025 06:45:00 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები რუსული პასპორტების აღებას მუდმივი ცხოვრების ადგილზე შეძლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთის მთავრობამ გაამარტივა რუსული პასპორტების გაცემის პროცესი აფხაზეთსა და ცხინვალში მუდმივად მცხოვრები ორმაგი მოქალაქეების მქონე ადამიანებისთვის. აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებს რუსული პასპორტის პირველად მისაღებად ან განახლებისთვის რუსეთში წასვლა აღარ დასჭირდებათ.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დროებითი ჯგუფები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განლაგდებიან, რათა რუსული პასპორტების გაცემასთან ან განახლებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოაგვარონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S