ყარაბაღში პირველი მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

19-09-2023 17:33:40 კავკასია

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენი გეგამ სტეფანიანი დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძაების მიერ დაწყებული საბრძოლო ოპერაციის პირველი მსხვერპლის შესახებ იუწყება. მისი მონაცემებით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის უკვე 23 ადამიანია დაღუპული, მათ შორის - ბავშვები.

სტეფანიანის ინფორმაციით, აზერბაიჯანი, საწინააღმდეგოს მტკიცების მიუხედავად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც უტევს.

ცნობისთვის: აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.

თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები