19-09-2023 17:06:47 კავკასია
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ცნობით, მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის ბავშვები.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, დაჭრილია 11, მათ შორის 8 ბავშვი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლიდან ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შემდეგ, ყარაბაღში, მათ შორის სამედიცინო საშუალებების კუთხით წარმოიშვა მწვავე დეფიციტი.
„ამ დროისთვის, დედაქალაქი სტეფანაკერტი, სხვა ქალაქები და სოფლები ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს დილით ბაქომ ჯერ მთიანი ყარაბაღის არმია დაადანაშაულა დივერსიულ მოქმედებებში, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, 6 აზერბაიჯანელი დაიღუპა, შემდეგ კი ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყება გამოაცხადა.
სომხეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან და ყარაბაღში დისლოცირებული რუსი სამშვიდობოებისგან რეაგირებას მოითხოვს.