Accentnews.ge
ჩეხეთის გენშტაბში პოლიცია შევიდა

ჩეხეთის გენშტაბში პოლიცია შევიდა

19/09/2023 11:01:11 მსოფლიო

ჩეხეთის პოლიციამ ცხრა ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, რომლებსაც რადიო კავშირთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული. იუწყება České noviny პრაღის მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით.

საქმეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული ცენტრი იძიებს.

ცნობილია, რომ გამომძიებლები ჩეხეთის გენერალურ შტაბში ჩხრეკისთვის მივიდნენ.

„ვადასტურებთ, რომ ჩეხეთის არმიის ზოგიერთ ობიექტზე პოლიცია ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებას, რაც დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან",– განაცხადეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში და დასძინეს, რომ ჯარი და სამინისტრო პოლიციას მაქსიმალურ დახმარებას უწევს.

უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S