დანია უკრაინას კიდევ 45 ტანკს გადასცემს
19/09/2023 10:48:35 მსოფლიო
დანია დათანხმდა, უკრაინას მიაწოდოს 15 მოდერნიზებული T-72EA–ის ტანკი და 30 "ლეოპარდ 1",– განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა.
განიმარტა, რომ ეს არის 5,8 მილიარდი დანიური კრონის (დაახლოებით 830 მილიონი დოლარი) მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც ქვეყანამ უკრაინას გასულ კვირას გამოუყო.
ამ დროისთვის დანიამ უკვე გადასცა უკრაინას 11,2 მილიარდი დანიური კრონი (დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი).
მნიშვნელოვანია, რომ T-72EA–ის ტანკებს, "ლეოპარდებისგან" განსხვავებით, რომლებიც დანიამ უკვე გადასცა უკრაინას, შეუძლიათ, დაუყოვნებლივ გახდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი.
"ლეოპარდის" ტანკების გამოსაყენებლად უკრაინელმა სამხედროებმა უნდა გაიარონ დამატებითი მომზადება, მაგრამ ეს არ ეხება ახალ T-72EA ტანკებს. ლუნდ პულსენმა აღნიშნა, რომ ეს არის ტანკები, რომელთა გამოყენებასაც უკრაინელები უკვე მიჩვეულები არიან.


