ოკუპანტებმა ხარკოვში ტროლეიბუსს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი
19/09/2023 09:43:11 მსოფლიო
რუსი სამხედროების მიერ ხარკოვზე დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.
იერიშის სამიზნე აღმოჩნდა ტროლეიბუსი, რომელშიც 49 წლის პოლიციის სერჟანტი დაიღუპა, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ.
დაშავდა ტროლეიბუსის ორი მგზავრი – 33 და 57 წლის კაცები. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, დრონით დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ საწყობს. ცეცხლი გავრცელდა 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. საჭირო გახდა სამაშველო და სახანძრო სამსახურების მობილიზება.
19 სექტემბრის ღამეს რუსმა სამხედროებმა საავიაციო დარტყმები განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე: ხანძარი გაჩნდა ლვოვში, სადაც არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, აფეთქებები გაისმა ასევე კრივოი როგში, ხმელნიცკის რეგიონსა და ოდესაში.


