Accentnews.ge
მედია: რუსეთს უკრაინაში მოპარული ნახშირი თურქეთში გააქვს

მედია: რუსეთს უკრაინაში მოპარული ნახშირი თურქეთში გააქვს

19/09/2023 09:13:05 მსოფლიო

რუსეთს უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე მოპოვებული ნახშირი თურქეთში გააქვს,– იუწყება Reuters რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

კერძოდ, გამოცემის ცნობით, 2023 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან თურქეთში გაიტანეს სულ მცირე 14,3 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 160 400 ტონა ნახშირი.

რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებში მითითებულმა სამმა მწარმოებელმა Reuters-ს დაუდასტურა ამ რეგიონებში მოპოვებული ნახშირის თურქეთში გატანა. თუმცა თურქეთის ვაჭრობის სამინისტროსა და საბაჟო სამსახურში კომენტარი არ გააკეთეს.

თურქეთი, რომელიც ნახშირის უმსხვილესი მომხმარებელი და იმპორტიორია, ამ საწვავს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებს.

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში მოპოვებული ნახშირის ექსპორტის 95% 2023 წლის თებერვალ-ივლისში თურქეთზე მოდიოდა, მყიდველები ასევე იყვნენ ჰონგ-კონგში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები.

თურქეთი, დეკლარირებული პოზიციის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ამასთან, ცდილობს, ერთგვარი შუამავლის როლის შესრულებას. მან უარი თქვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S