რუსეთმა ლვოვზე, ნიკოლაევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა

19-09-2023 11:19:43 მსოფლიო

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით და ბალისტიკური რაკეტით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე.

საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს რუსეთის ტერიტორიიდან, პრიმორსკ-ახტარსკიდან გაშვებული 30 ე.წ. დამრტყმელი დრონი და 1 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“, რომელიც ანექსირებული ყირიმიდან ქალაქ კრივოი როგის მიმართულებით ისროლეს.

სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ოლქებში გაანადგურეს 30 დრონი.

უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგად ქალაქ ლვოვში 2 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. ხანძარი გაუჩნდა 3 სამრეწველო საწყობს. ქალაქ კრივოი როგში დაზიანდა მრავალსართულიანი ადმინისტრაციული შენობა, 3 სახლი, სკოლა და საბავშვო ბაღი. ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, განადგურებული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა ერთ-ერთი აგროსაწაროს ტერიტორია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები