Accentnews.ge
სტოლტენბერგი: თურქეთის პარლამენტი შვედეთის NATO- ში გაწევრიანების საკითხს რაც შეიძლება სწრაფად განიხილავს

სტოლტენბერგი: თურქეთის პარლამენტი შვედეთის NATO- ში გაწევრიანების საკითხს რაც შეიძლება სწრაფად განიხილავს

19/09/2023 06:52:07 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთის პარლამენტი შვედეთის ალინასში გაწევრიანების საკითხს რაც შეიძლება სწრაფად განიხილავს. ამის შესახებ მან ნიუ–იორკში გაერო–ს გენასამბლეის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა, თურქეთის ლიდერთან, მათ შორის შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებისა“ და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხები განიხილა.

„ჩვენ განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების საკითხი. მე მას მადლობა გადავუხადე შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის მიზნით თურქეთის ძალისხმევისთვის. როგორც ვილნიუსში შევთანხმდით, თურქეთის პარლამენტი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხს რაც შეიძლება სწრაფად განიხილავს“, – დაწერა სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S