
პოროშენკო ზელენსკის პუტინთან დაკავშირებით რჩევით მიმართავს
06/12/2019 09:36:01 სხვა, მსოფლიო
უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოქმედ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევს, პირისპირ არ შეხვდეს რუს კოლეგას და და არ ენდოს ვლადიმირ პუტინს. პოროშენკომ წერილი „უკრაინსკაია პრავდაში“ გამოაქვეყნა.
პოროშენკოს თქმით, 9 დეკემბერს პარიზში დაგეგმილ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მოითხოვოს, რომ დონბასის ტერიტორიაზე გაეროს მშვიდობისმყოფელები განათავსონ.