Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

19/09/2023 04:52:17 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა.

„ელენა ზელენსკაია და მე შეერთებულ შტატებში ჩავედით გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად.მონაწილეობას მივიღებ გენასამბლეის, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტისა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში, ასევე რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ მოლაპარაკებებში“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმართავს კონკრეტული წინადადებით, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გაძლიერებას ეხება. ამასთან, დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრები შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან და სამხედრო ხელმძღვანელობასთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S