
პოლიციელი, რომელსაც ახალგაზრდა კაცის გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, დააკავეს
06/12/2019 09:24:50 სხვა, სამართალი
სამართალდამცველი ა.დ. რომელსაც 34 წლის მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დააკავეს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სამართალდამცველი სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს და მას ბრალი კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარედგინება.
თავად დაზარალებული "ქართული ოცნების" დეპუტატს ჯუმბერ იზორიას გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელის მფარველობაში ადანაშაულებს.
"პოლიციის უფროსმა, ჯუმბერ იზორიამ დამიბარა თავის კაბინეტში, "გვახატია შენი პრობლემები, ყელშია ამოსული. გაა..ი და სახლი შენს ძმას დაუთმეო".
ისეთი სიტუაცია შექმნეს, რომ ჩემი ძმა თავს დამესხა, ჩემი მოკვლა უნდოდა. ამის შემდეგ იძულებული გავხდი, ქონება, რომელსაც ჩხოროწყუში ვფლობდი გადამეფორმებინა ჩემი ძმისთვის და წავსულიყავი რაიონიდან"- ყვება "მთავარ არხთან" დაზარალებული.
34 წლის ახალგაზრდა "მთავართან" დეტალურად იხსენებს როგორ იძალადა პოლიციელმა მასზე.
"ძველ, დანგრეულ შენობასთან გაჩერდა. თავისივე მანქანით იყო, რადგან ვცნობ მის ავტომობილს, ადრეც ვმჯდარვარ. უცებ გადმოვიდა, დაიწყო ზემოდაგ გახდა და იარაღი ამოიღო. ტანსაცმელი წინა სავარძელზე დაყარა. როგორც კი გამოძრავებას ვიწყებდი იარაღისკენ იწეოდა. მერე მუქრაზეც გადავიდა - გინდა არ გინდა შენთან სექსი უნდა მოქმდესო. შემდეგ ჩამომსვა შუა გზაში, გამაფრთხილა რაიონში არ გავსულვიყავი და თუ ამ თემას გავახმაურებდი ძალიან ცუდი რამ მოჰყვებოდა ამას"- აცხადებს დაზარალებული.
მისი თქმით, ძალადობის შერმდეგ მას სასწრაფო დახმარება დასჭირდა, თუმცა მაინც მოახერხა 112-ში დარეკვა.
ამასთან ახალგაზრდა კაცი ჰყვება, რომ ის საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდანაც არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.