ინდოეთში მომაკვდინებელი ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა

19-09-2023 00:56:28 მსოფლიო

სამხრეთ ინდოეთის შტატ კერალაში ნიპა ვირუსით სულ მცირე ორი ადამიანი გარდაიცვალა,– იტყობინება Press Trust of India.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ კოჟიკოდეს რაიონში საშიში ინფექციის აფეთქება დაფიქსირდა.

"კერალას კოჟიკოდეს რაიონში დაფიქსირებული ორი გარდაცვალების სემთხვევა. მიზეზი იყო ნიპა ვირუსი. ექსპერტთა ჯგუფი გაიგზავნა სიტუაციის გასაანალიზებლად და ადგილობრივი ხელისუფლების დასახმარებლად", - თქვა ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა მანსუხ მანდავიამ.

ერთ-ერთი დაღუპულის ახლობლები რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. კერალადან კიდევ რამდენიმე ადამიანის ტესტები გაიგზავნა პუნის ვირუსოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში სასიკვდილო ვირუსის არსებობის შესამოწმებლად, – განაცხადეს ოფიციალურმა წყაროებმა.

ამ დროისთვის შტატში დახურულია სკოლები, სახელმწიფო შენობები და რელიგიური დაწესებულებები. შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც. მოქალაქეებს ურჩევენ, გარეთ გასვლისას ნიღბები გამოიყენონ.

Nipah ვირუსი პირველად 1998 წელს აღმოაჩინეს მალაიზიაში. მას შემდეგ დაავადების აფეთქებები პერიოდულად ხდებოდა აზიაში, განსაკუთრებით ინდოეთში. კერალაში ნიპა ვირუსით გარდაცვალება დაფიქსირდა 2018 და 2021 წლებში.

ვირუსი იწვევს თავის ტვინის ანთებას და მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს. ჯერ ვაქცინა არ არსებობს. დაავადების შემთხვევების 70% ფატალურია.

ითვლება, რომ დაავადება ვრცელდება ღამურებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები