გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

19-09-2023 00:22:06 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, ბერლინი კიევს დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულება 400 მილიონი ევრო იქნება.

პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას: ასაფეთქებელს, ნაღმმტყორცნის, ნაღმმტყორცნის საწინააღმდეგოს.

"საბრძოლო მასალა უპირველესია, რაც უკრაინას სასტიკი აგრესიული ომის წინააღმდეგ თავდაცვით ბრძოლაში ესაჭიროება. გარდა ამისა, ჩვენ დავეხმარებით დაცული ტექნიკითა და განაღმვის სისტემებით. არ გვავიწყდება ასევე ზამთრის მოახლოება: ჩვენ გავუგზავნით არა მარტო ტანსაცმელს, არამედ ელექტრო - და თბოგენერატორებს ", - განაცხადა მან Bild-თან.

მინისტრს კითხეს Taurus-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ ფრთოსან რაკეტებზე, რომელთა მიწოდებასაც უკრაინა ითხოვს. მან აღნიშნა, რომ მთავრობას Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:

"საჭიროა უამრავი პოლიტიკური, იურიდიული, სამხედრო და ტექნიკური ასპექტების გათვალისწინება, რაც ადვილი არ არის".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები