
რუსეთის დელეგაცია ეუთო-ს მინისტერიალის დეკლარაციიდან ყირიმის თემის ამოღებას ითხოვს
06/12/2019 09:06:42 სხვა, მსოფლიო
რუსეთის დელეგაცია ეუთო-ს მინისტერიალის დეკლარაციიდან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის თემის ამოღებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელმა რეფატ ჩუბაროვმა გაავრცელა და „ფეისბუქში“ შესაბამისი დოკუმენტიც გამოაქვეყნა:
„მომზადებულ პროექტში საუბარია უკრაინაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ეუთო-მ ყურადღება უნდა გაამახვილოს ოკუპირებულ ყირიმზე და ამისთვის, უნდა გამოიყენოს ეუთო-ს ყველა ინსტრუმენტი. რუსეთის დელეგაცია კი ამ დეკლარაციიდან ყირიმის ამოღებას ითხოვს“, – წერს რეფატ ჩუბაროვი.
რეფატ ჩუბაროვი მოუწოდებს ეუთო-ს, არ აყვეს რუსეთის შანტაჟს და არ ამოიღოს დეკლარაციიდან ყირიმის საკითხი.