ბელარუსში 1000–ზე ნაკლები "ვაგნერელი" რჩება

18-09-2023 23:18:48 მსოფლიო

ბელარუსში "ვაგნერის" 1000-ზე ნაკლები დაქირავებული მებრძოლი რჩება, – იუწყება უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი ადგილობრივების მონაცემებზე დაყრდნობით.

მათგან 200 რჩება ინსტრუქტორად ბელარუსის შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმებში. დანარჩენები არიან ისეთები, რომლებიც არ მიიღეს სხვა კერძო სამხედრო კომპანიებში ან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებში.

აგვისტოს შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში "ვაგნერის" ბანაკის დემონტაჟი გრძელდებოდა. 23 აგვისტოდან დღემდე დაიშალა 60-მდე დიდი სამხედრო კარავი, რომელთა საერთო ტევადობა დაახლოებით ათას კაცს შეადგენს.

"ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შემდეგ, აგვისტოს ბოლოს, "ვაჟნიე ისტორიის" ცნობით, კერძო სამხედრო კომპანიამ თავად ურჩია დაქირავებულებს, ეძიათ სხვა სამუშაო კონკურენციის გამო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. გარდა ამისა, ბელარუსში დაიწყეს ბანაკის დემონტაჟი, რომელშიც ივნისის აჯანყების შემდეგ რუსეთიდან გადასული "ვაგნერები" იყვნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები