
გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები კვლავ კინოთეატრ „ამირანთან“ შეიკრიბნენ
06/12/2019 09:04:09 სხვა, საზოგადოება
საზოგადეობა „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები კინოთეატრ „ამირანთან“ აქციას მართავენ.
„ჩვენ უკვე ერთი კვირაა ვაპროტესტებთ საერთაშორისო კინოფესტივალს. დღეს ლგბტ თემაზე კიდევ ერთი ფილმი უნდა აჩვენონ, ამიტომ პლაკატებზე გავაკეთეთ წარწერა „დაასიგნალე“. ყველა ფილმს სად ვდიოთ, მაგრამ დღეს რომელი ფილმიც გადის კანის სარეთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული, ანუ ლგბტ ფილმების ლიდერი, ყველაზე მეტი გავლენა შეუძლია მოახდინოს. ჩვენ ვიდგებით კინო „ამირანთან“ და ხალხს მოვუწოდებთ, რომ დაასიგნალონ. ჩვენ ფილმის აფიშა მოვიძიეთ, სადაც შიშველი ქალი წევს და ჯვარი ადევს. სამინისტრო არის ამისი წარმდგენი, ქალაქის მერია და ამას აფინანსებენ. ჩვენ დავდგებით პლაკატებით და გავაპროტესტებთ მსგავს ქმედებას. ეს არის მიუღებელი და საშინელება“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.