Accentnews.ge
ფინეთში დააკავეს ფრანგი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთისთვის სანქცირებული კომპონენტების მიწოდებაშია ეჭვმიტანილი

ფინეთში დააკავეს ფრანგი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთისთვის სანქცირებული კომპონენტების მიწოდებაშია ეჭვმიტანილი

18/09/2023 16:28:57 მსოფლიო

ფინეთის აღმოსავლეთ უუსიმაას პროვინციის რაიონულმა სასამართლომ დააკავა ფრანგი ბიზნესმენი გაბრიელ ტემინი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების ელექტრონიკის მიწოდებაში. ამის შესახებ გამოცემა Yle წერს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიზნესმენის კომპანიებმა Luminor-მა და Siberica-მ რუსეთს მიაწოდეს ლითიუმის ბატარეები, მძლავრი ოპტიკური ფილტრები და კამერები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო დრონების წარმოებისთვის.

აღნიშნული ბიზნესმენი და მისი მეულე აშშ-ს ხელისუფლებამ გასულ კვირას შეიყვანა სანქციების სიაში. ამერიკის ხელისუფლებამ ასევე დააწესა სანქციები მათი კომპანიების Luminor-სა და Siberica-ს მიმართ.

ტემინის დაკავების ორდერი 15 სექტემბერს ფინეთის საბაჟოს კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტმა გასცა. სასამართლომ ფრანგი ბიზნესმენის დაკავება „გამართლებულ ღონისძიებად", მიიჩნია, "რომელიც არ მისცემს ეჭვმიტანილს შესაძლებლობას, გაანადგუროს მტკიცებულებები და გავლენა მოახდინოს საქმის სხვა ბრალდებულების ჩვენებაზე“.

უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებისთანავე ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში გახშირდა იმ ადამიანების დაკავებები, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთისთვის სანქცირებული კომპონენტების მიწოდებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S