Accentnews.ge
სალივანთან შეხვედრის შემდეგ ვან ი რუსეთში გაემგზავრა

სალივანთან შეხვედრის შემდეგ ვან ი რუსეთში გაემგზავრა

18/09/2023 16:14:08 მსოფლიო

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან დაუნანონსებელი შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი რუსეთში 4-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა.

ვან ი და ჯეიკ სალივანის შეხვედრა კუნძულ მალტაზე გაიმართა. ვარაუდობენ, რომ შეხვედრა სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის მოსამზადებელ საკითხებს მიეძღვნა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ტაივანის სრუტეში. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნათქვამია, რომ ვან იმ ყურადღება გაამახვილა ტაივანის საკითხზე, როგორც ჩინეთის მიერ დაწესებულ წითელ ხაზზე.

ასევე ვარაუდბენ, რომ ამავე საკითხს უკავშირდება ვან ის ვიზიტი რუსეთში. არსებული ცნობებით, ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება. პუტინი ჩინეთის "ერთი გზა, ერთი სარტყელის" ეკონომიკური პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. ეს პუტინის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება, მას შემდეგ რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.

რაც შეეხება სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრას, ეს შესაძლოა სან-ფრანცისკოში აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე შედგეს.

პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი სი ძინპინს 2022 წლის ოქტომბერში დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S