Accentnews.ge
ჩინეთის ხელისუფლებამ გერმანიის მთავრობას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ჩინეთის ხელისუფლებამ გერმანიის მთავრობას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

18/09/2023 14:31:03 მსოფლიო

ჩინეთის ხელისუფლებამ გერმანიის მთავრობას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

Reuters-ის ცნობით, პროტესტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებას მოჰყვა. კერძოდ, გერმანელმა მინისტრმა ტელეარხ Fox News-ისთან უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა: „თუ პუტინი ამ ომს მოიგებდა, რა ნიშანი იქნებოდა ეს? რა ნიშანი იქნება ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიც არის სი, ჩინეთის თავმჯდომარე?“.

ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა ბერბოკის მოსაზრებას "აბსოლუტური აბსურდი" უწოდა.

"ეს ღია პოლიტიკური პროვოკაციაა. აღნიშნული სიტყვები ჩინეთის პოლიტიკურ პრესტიჟს სერიოზულად აზიანებს. პეკინმა შესაბამისი დიპლომატიური არხებით ბერლინს საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა“, - განაცხადა მაო ნინმა.

რამდენიმე თვით ადრე ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ „პეკინი უფრო სისტემური მოწინააღმდეგე ხდება, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S