კრემლში კადიროვის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ ცნობებს არ უარყოფენ

18-09-2023 15:32:54 კავკასია

ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი "არ გასცემს ინფორმაციას რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან ეს არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმე".

პესკოვმა ასევე დასძინა, რომ კადიროვი არ შეხვედრია ვლადიმირ პუტინს გასულ კვირას.

პესკოვმა ეს განცხადებები ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე გააკეთა. მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ. მოგვიანებით ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა დაადასტურა.

ამავდროულად, ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი იუწყება, რომ კადიროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს "თირკმელების მძიმე უკმარისობის" გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები