თბილისის თეატრალურ ფესტივალზე ჯონ მალკოვიჩის სპექტაკლები გაუქმდა

18-09-2023 15:04:14 საზოგადოება

თბილისის თეატრალური ფესტივალის ცნობით, მსახიობი ჯონ მალკოვიჩი თბილისში, ფესტივალში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

სპექტაკლი მსახიობის ჯანმრთელობის პრობლემის გამო გაუქმდა.

„ჯონ მალკოვიჩს თვალის უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა. ოპერაციები ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით, ვერ ხედავს, მხოლოდ სუსტად, სილუეტებს. მას აკრძალული აქვს ფრენა, ხანგრძლივი მგზავრობა, აკრძალული აქვს მკვეთრი მოძრაობა და მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს კონსილიუმის მერე გაირკვევა, როდის შეუძლია მგზავრობა და პროფესიაში დაბრუნება.

„ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ ვერ შედგება 7 და 8 ოქტომბერს. გთხოვთ დააბრუნოთ ბილეთები! იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობა სრულად აღდგა, ახალ თარიღებზე მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. და დამატებით გაცნობებთ“, –ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები